
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ტუსკმა პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა.
„ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია და ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ თუ არა პარიზში იმაზე, ვინ და როდის შეძლებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როგორც იცით, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერას, ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა - ორგანიზაციულად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას, ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას", - განაცხადა ტუსკმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის, გააგრძელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირთან, თავის მოკავშირეებთან და აშშ-თან.