რეზონანსი
18.02.2025

სალომე ზურაბიშვილი დასცინოდა პარლამენტის წევრებს, ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს, ვერ გავიგე. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ საზოგადოების რეაქცია ეს იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა და ქვეყანას უღალატა.

„არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს? „ქართულმა ოცნებამ" ეს ადამიანი წუმპიდან ამოიყვანა, უთხრა, არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა, ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ, ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე, მაგალითად, „ქართულ ოცნებას" აქვს. ზურაბიშვილს რა უკვირს?!

გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან მისულ საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო; ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში; ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად - ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს, ქართულ საზოგადოებას და ახლა ზურაბიშვილს რა უკვირს, ვერ გავიგე. არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, რადგან საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? აბა, რა ჰგონია ახლა? როცა ადმინისტრაციაში დაცვასთან ერთად ზიხარ, იცი, იქ პასუხს ვერავინ მოგთხოვს, ეს დრო ხომ გაგივა და თან კონსტიტუციით ქვეყნის მართვას არც არავინ ეკითხებოდა. რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×