რეზონანსი
18.02.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს. სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.

ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, მაგრამ გაწევრიანებაზე უბრალო უარი საკმარისი არ არის.

,,კიევის NATO-ში მიღებაზე უარი ახლა საკმარისი არ არის. ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა გააგრძელებს ატმოსფეროს მოწამვლას ევროპის კონტინენტზე", - თქვა ზახაროვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×