რეზონანსი
18.02.2025

აშშ-ისა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თა, დას­რულ­და. „ბიბისი“ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დე­ტა­ლებზე უკვე წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, შეხვედრა ოთხ სა­ათ­ნა­ხევ­არი გრძელდებოდა.

ამერიკის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “აშშ და რუ­სე­თი შე­თან­ხმდნენ, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ“.

კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი შეთან­ხმდნენ სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ორ­მხრივ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­თან და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ თქვა, რომ ყვე­ლა მხა­რე, მათ შო­რის რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ევ­რო­პა უნდა და­ე­თან­ხმონ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და ევ­რო­კავ­ში­რი "რა­ღაც მო­მენ­ტში" უნდა ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში, - იტყო­ბი­ნე­ბა "როიტერი".

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი და აშშ შე­თან­ხმდნენ მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონ­ში სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

ამ ეტაპზე რაზე შე­თან­ხმდნენ აშშ და რუ­სე­თი? - ამის თა­ო­ბა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა ტამი ბრი­უს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა:

- ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში" გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი“ ფაქ­ტო­რე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, შე­იქ­მნე­ბა სა­კონ­სულ­ტა­ციო მე­ქა­ნიზ­მი, რათა გა­და­იდ­გას აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის.

- და­ი­ნიშ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი დო­ნის გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ომის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­სას­რუ­ლებ­ლად - რათა კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა იყოს მდგრა­დი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი ყვე­ლა მხა­რის­თვის.

- ორ­მხრი­ვი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის; ის­ტო­რი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­იქ­მნე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

- გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი დრო­უ­ლად და პრო­დუქ­ტი­უ­ლად წა­რი­მარ­თოს.

სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, ერ-რი­ად­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა აშშ-რუ­სეთს შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი იყო. მას­ში უკრაინიდან არავინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვა­შინგტო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნას­თან სხვა ეტაპ­ზე წა­რი­მარ­თე­ბა.

აშშ-ის მხრი­დან, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო, თეთ­რი სახ­ლის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მაიკ უოლ­ცი და აშშ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სტივ უიტ­კო­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. რუ­სე­თის მხა­რეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე იური უშა­კო­ვი წარ­მო­ად­გენ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უ­დის არა­ბეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდა რუ­სე­თის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი. კი­რილ დმიტ­რი­ე­ვი მოს­კო­ვის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რია,  თუმ­ცა ის უშუალოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დათან არ იჯდა.

რო­გორც დი­მიტ­რი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, პროგ­რესს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და რუ­სეთს შო­რის ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბა. მისივე ინფორმაციით, უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ბაზ­რე­ბის და­ტო­ვე­ბის გამო, ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა 300 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი და­კარ­გეს.

“რუ­სე­თი­სა და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა და­ი­წყეს, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სებ­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია", - გა­ნა­ცხა­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დმიტ­რი­ევ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წემ იური უშა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის შეხ­ვედ­რის თა­რი­ღი ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის. შესაბამისად, ის მო­მა­ვალ კვი­რას არ გა­ი­მარ­თე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×