რეზონანსი
13.03.2025

თიბისისთვის, როგორც ტექ დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიცემა, გუნდში ინოვაციებისა და კოლაბორაციების წახალისება. სწორედ, ამ მიზნების აღსრულებისთვის შეიქმნა თიბისი ტექ კომუნა - მიმართულება, რომელიც ტექ პროფესიონალებისთვის საერთაშორისო ბაზრის სტანდარტების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება. 

თიბისი ტექი ქმნის ერთიან, მზრუნველ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს, სადაც IT პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გვამარაგებენ. 

„ნეთვორქინგი ძალიან საჭირო და აუცილებელია, რაშიც თიბისი ტექ ხალხს ნამდვილად გვიწყობს ხელს. ისეთ მასშტაბურ კომპანიაში, სადაც ყველას ინდივიდუალური გამოცდილება გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ტექ შეხვედრები და სესიები, რომლებსაც ხშირად კონფერენციის სახე აქვს. აქ ჩვენი კოლეგები კონკრეტული თემის გარშემო გვიზიარებენ ცოდნას, გვესაუბრებიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებზე. ასეთი შეხვედრები კოლეგებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაშიც გვეხმარება“ - გვიყვება გიორგი არაბული, დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორი. 

თიბისი ხელს უწყობს როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე გუნდურობის გაძლიერებას. თანამშრომლები განსაკუთრებულ მომენტებად არამარტო ტექნოლოგიურ მიღწევებს, არამედ გუნდურ აქტივობებსაც ასახელებენ. 

თიბისი აგრძელებს თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შენებასა და საკუთარი ღირებულებების აქტიურად გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, კომპანიას ტექნოლოგიურ ლიდერად და საუკეთესო დამსაქმებლად წარმოაჩენს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×