რეზონანსი
13.03.2025

ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნები და არაერთხელ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები, ბოლო თვეების განმავლობაში, საზოგადოების დაპირისპირებასა და რევოლუციური სცენარების წახალისებას უწყობდნენ ხელს.

„ძალადობას ვემიჯნები და კატეგორიულად მიუღებელია, თქვენგან განსხვავებით. თქვენ, სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობასი, ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ წაგეხალისებინათ ძალადობა; თქვენ ხართ ტელევიზია, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას, საზოგადოების დაპირისპირებას, რევოლიციური სცენარების განხორციელებას; ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ზუსტად თქვენი დამსახურებაა.

ძალიან მძიმეა, ცუდია, როდესაც ხდება ვინმეზე ძალადობა, დაპირისპირება. თქვენ კი პირდაპირ ახალისებდით და ხელს უწყობდით იმას, რომ გმირებად გამოგეცხადებინათ ისეთი ადამიანები, რომლებიც პოლიციელზე ძალადობდნენ, ცოცხლად წვავდნენ. არ ვიცი, რომელი ეთერი ჩამოვთვალო, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? ანწუხელიძე ხომ გმირია ჩვენთვის? ლაზარე რომ გმირად გამოგყავდათ, რომელიც ცდილობდა, პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, ეს ხომ გმირების მიმართ შეურაცხყოფაა? ეს დამოკიდებულება ძალიან ცუდია და ის, რაც ცუდია, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი ტიპის ძალადობას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალადობა ძალიან ცუდია და ვგმობ მსგავს ფაქტებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×