რეზონანსი
13.03.2025

ამ ომსა და დაპირისპირებაში, საქართველოში აღმოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც თავის ქვეყანას კი არ იცავენ, მაინც და მაინც უნდათ, ომის პარტიას ცალ ფეხზე მდგომი ემსახურონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დიფ სთეითზე“ საუბრისას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის რაღაც ერთი წარმონაქმნი ან ერთი სუბიექტი. ეს არის სისტემა, რომელიც უპირისპირდება მეორე სისტემას და ამ შემთხვევაში მშვიდობას დაუპირისპირდა ომის დღის წესრიგი და კონცეფცია.

ამ ვითარებაში, ამ ომსა და დაპირისპირებაში, საქართველოში აღმოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც თავი ქვეყანას კი არ იცავენ, მაინც და მაინც უნდათ, ამ ომის პარტიას ემსახურონ ცალ ფეხზე მდგარი და ყურმოჭრილები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×