რეზონანსი
13.03.2025

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ A.K. GROUP-ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­სა და აგენ­ტებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მი "სტუ­დია მო­ნი­ტორ­მა" გა­სულ კვი­რას გა­მო­აქ­ვეყ­ნა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი და­უ­ყა­და­ღა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 28 თე­ბერ­ვლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლე­ბით.

"სტუ­დია მო­ნი­ტო­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია A.K. GROUP რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს თაღ­ლი­თურ "ქოლ-ცენ­ტრს". მათი ცნო­ბით, ბოლო 3 წე­ლი­წად­ში, ქარ­თველ­მა “სკა­მე­რებ­მა” (თაღ­ლი­თებ­მა) 6,100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ძარ­ცვეს და სულ მცი­რე 35.3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც მათი ცნო­ბით, თაღ­ლი­თუ­რი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბით მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, ატა­რე­ბენ ძვირ­ფას სამ­კა­უ­ლებს და იხ­დიდ­ნენ მდიდ­რულ წვე­უ­ლე­ბებს. ამ ყვე­ლაფ­რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სებ­დნენ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×