რეზონანსი
13.03.2025

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოს შეატყობინეს ერევნის თანხმობაზე “აზერბაიჯანის წინადადებებზე ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით”, რა მუხლებზეა საუბარი დასახელებული არ არის.

“შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მათ აზერბაიჯანულ მხარეს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×