რეზონანსი
14.03.2025

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარედ არსებული გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. 

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ განათავსებენ უკანონოდ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ სივრცეებში და ისარგებლონ ჩვენი ახალი ხელსაყრელი მომსახურებით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ შესაბამის ვებგვერდზე და შეავსოთ მონაცემები. მაქსიმუმ ხუთ კუბურ მეტრ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

აღნიშნული მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება:

<1 მ³ - 9 ლარი

1-3 მ³ - 69 ლარი

3-5 მ³ - 149 ლარი

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×