რეზონანსი
14.03.2025

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიყიდა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რეესტრმა გუშინ დაამტკიცა.

პარტიამ ოფისის მფლობელის შეცვლის თაობაზე საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა 11 მარტს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ოფისის შეძენით დაინტერესება გამოხატა შპს „ევ დისტრიბუშენ-მა".

რეესტრის 13 მარტის გადაწყვეტილებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის მფლობელები გახდა თამაზ ცოფურაშვილი, რომელიც „ევ დისტრიბუშენის" 100%-იანი წილის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებს ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.

ცნობისთვის, ენმ-ს ცენტრალური ოფისი თბილისში, კახეთის გზატკეცილი N45ა-ში მდებარეობს. ოფისის მიწის ნაკვეთის ფართობი 4000 კვ. მეტრია, ხოლო შენობა-ნაგებობის ფართობი - 2406 კვ. მეტრს შეადგენს.

რეესტრის მონაცემებით, თამაზ ცოფურაშვილი ფიქსირდება ასევე შპს „ქარხნის მცხობელის" მეწილე, ამასთან თბილისის ქართული ჭიდაობის კლუბი კულა გლდანელის, მცხეთა-მთიანეთის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის დამფუძნებელი, იკავებს შპს „ჯი აი პი სის" დირექტორის პოზიციას.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×