რეზონანსი
16.03.2025

სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება... - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

არაგვის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზითაც იქნება შესაძლებელი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით, რის გამოც, სამუშაოების წარმოების პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია ისარგებლოთ ალტერნატიული გზებით, ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×