რეზონანსი
16.03.2025

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, უფრო ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად, კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უკრაინული მედია იუწყება, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის ოფიციალურ რუკაზე სუჯა მონიშნულია, როგორც რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი, რაც ქალაქიდან უკრაინული ძალების გაყვანის ოფიციალურ დადასტურებას ნიშნავს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები არ თმობენ უკრაინული ჯარების პოზიციების დაკავების მცდელობებს და კურსკის მიმართულებით, მხოლოდ 15 მარტს, 17 შეიარაღებული შეტაკება განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×