რეზონანსი
16.03.2025

თბილისში გამთენიისას 21 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზდას ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში.

სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში არასწრულოვნებიც მონაწილეობდნენ. 

მოკლულის მეგობრები ყვებიან, რომ გიორგი ახალაია ბარ "სახელოსნოში" მარტო იმყოფებოდა, სადაც ის დაბადების დღის გადახდას გეგმავდა და დეტალების გასარკვევად იყო მისული.

ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი ხანი მოვდიოდი. შიგნით დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც მოუვიდათ კონფლიქტი და შემდეგ მივიღეთ ასეთი... როგორც მითხრეს, მარტო იყო, გულის არეში ჰქონდა დაზიანება მიღებულიო. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის სდიოდა და ვერ შეაჩრეებს სისხლდენა და მივიღეთ ფატალური შედეგი. როგორ ვიცი, ამ პირებიდან დაკავებული არავინაა. რატის ბარში მუშაობდა დაცვაში. ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, - ამბობს ახალაიას მეგობარი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×