რეზონანსი
17.03.2025

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას 2.5 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს.

„სირიელებს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, იქნება ეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ საზღვარგარეთაა, თუ მათთვის, ვინც დაბრუნებას გადაწყვეტს. სწორედ ამიტომ, დღეს ევროკავშირი ზრდის თავის დახმარებას სირიელებისთვის როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში, თითქმის 2.5 მილიარდ ევრომდე 2025 და 2026 წლებისთვის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინი დამატებით 300 მილიონ ევროს გამოყოფს გაეროსა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სირიელებს ეხმარებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×