რეზონანსი
17.03.2025

თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ამიტომ მასთან მომხდარის დეტალებზე საუბარი შეუძლებელი იყო.

„მას წარედგინა ბრალდება, 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საუბარი იმასთან დაკავშირებით, აღიარებს დანაშაულს თუ არა, შეუძლებელი იყო. ის შოკურ მდგომარეობაშია, ამიტომ გამომძიებელსაც ეს საკითხი არ დაუყენებია. მეც ამ თემაზე არ მისაუბრია.

ფსიქოლოგი ჰყავდა, რომლებმაც წამლები დაუნიშნა. დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული, ამიტომ კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×