რეზონანსი
17.03.2025

 "ამიერიდან, "ჰუსიტების" ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან - პასუხს აგებს და შედეგები საშინელი იქნება" - დონალდ ტრამპი

ამი­ე­რი­დან, "ჰუ­სი­ტე­ბის" ყო­ვე­ლი გას­რო­ლა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც გას­რო­ლა ირა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი Truth Social-ზე წერს.

"არა­ვინ მო­ტყუვ­დეს! "ჰუ­სი­ტე­ბის" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ასო­ბით თავ­დას­ხმა, იე­მენ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბო­რო­ტი განგსტე­რე­ბი­სა და ავა­ზა­კე­ბის მიერ, რომ­ლებ­საც იე­მე­ნე­ლი ხალ­ხი სძულთ, ირა­ნი­დან მო­დის და ირან­ში იქ­მნე­ბა. "ჰუ­სი­ტე­ბის" ნე­ბის­მი­ერ შემ­დგომ თავ­დას­ხმა­სა და სა­პა­სუ­ხო ნა­ბიჯს დიდი ძალა შეხ­ვდე­ბა და არ არ­სე­ბობს იმის გა­რან­ტია, რომ ეს ძალა იქ გა­ჩერ­დე­ბა", - წერს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი.

მისი თქმით, "ირა­ნი "უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლის" როლს თა­მა­შობს, თით­ქოს "ჰუ­სი­ტებ­ზე" კონ­ტრო­ლი და­კარ­გეს, მაგ­რამ მათ კონ­ტრო­ლი არ და­უ­კარ­გავთ".

"ამი­ე­რი­დან, "ჰუ­სი­ტე­ბის" ყო­ვე­ლი გას­რო­ლა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც გას­რო­ლა ირა­ნის ია­რა­ღი­დან და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ირა­ნი იქ­ნე­ბა, პა­სუხს აგებს და შე­დე­გე­ბი სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა", - წერს დო­ნალდ ტრამ­პი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×