რეზონანსი
17.03.2025

 მოხდება სიტყვა „გენდერის" ამოღება ყველა ნორმიდან და კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო" სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან საზოგადოებას უმრავლესობის სხდომაზე განხილული თემები გააცნო.

„ეს არ გამორიცხავს მათ მონაწილეობას, თუმცა ამის ვალდებულება ქართული კანონმდებლობიდან გაქრება. და არც ერთი უწყება და არავინ იქნება ვალდებული, უფლებამოსილი - კი, ბატონო. რომ „ენჯეო" სექტორის წარმომადგენლების ან ჭკუაზე იაროს, ან მათი მონაწილეობა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან ყველა უწყებას, ყველა სამსახურს გააჩნია საკუთარი ლეგიტიმაციის ფარგლები და ამ ფარგლებს ვერ შევუზღუდავთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×