რეზონანსი
20.03.2025

უკრაინაში მებრძოლი და ბოლო დროს სამოქალაქო აქტივისტად გადაქცეული ნადიმ ხმალაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ფონდები დააყადაღეს, დავრჩით პირისპირ რეკეტიორებთან. დარჩათ ქონების წართმევა. ჩემს სასამართლო დადგენილების გადახდის ვადა ამოიწურა. ახლა აღსრულების ბიურო დამიყადაღებს სახლკარს და ბოლოს აუქციონზე გაყიდიან, რადგან ყველა ჯარიმა თუ აამოქმედეს ჩემი ბინა არც ეყოფა. ახლა 5000–იც გადასახდელია უკვე.

ვკითხულობ, ბატონო ოპოზიციავ, ყველას არ ეხება ეს, რას ვაკეთებთ, ჩვენ ვრჩებით უსახლკარო და თქვენ საუბარი გაქვთ ადგილობრივ არჩევნებზე? ჩვენ ვკარგავთ ბოლოს რაც გაგვაჩნია და თქვენ შეხვალთ და დაჯდებით ქოცების გადმოგდებულ რამდენიმე სკამზე, იცოდეთ სავარძელს არ დაგითმობენ, რადგან იმაზე მეტს დაიწერენ რაც 26 ოქტომბერს დაიწერეს და ძვალს გადმოგიგდებენ მხოლოდ. ვერ გავიგე ჩვენ ვიბრძოლოთ, ქუჩაში ვიდგეთ და თქვენ შეხვედრებს ვუყუროთ, როგორ მიიღოთ მონაწილეობა წინასწარ წაგებულ არჩევნებში?" - დაწერა ნადიმ ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×