რეზონანსი
20.03.2025

სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში.

„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×