რეზონანსი
20.03.2025

ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან, მილიონებს ხარჯავენ იმისთვის, რომ როგორმე საქართველოში ეკონომიკა ჩავარდეს და ხალხი ქუჩაში ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

„ფაქტია რამხელა კონსპირაციაა ამ ადამიანების გაერთიანება ამხელა ფულით, როგორ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, რომ როგორმე აქ დაზიანდეს სიტუაცია, ეკონომიკა ჩავარდეს და ხალხი ქუჩაში ერთმანეთს დაუპირისპირდეს, დაუპირისპირდეს სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს ბოროტი აზრი აქვთ და ამ ბოროტი აზრისთვის მილიონებს ხარჯავენ. წარმოიდგინეთ, ვისთან გვაქვს საქმე და ახლა კიდევ ერთხელ თავად დადასტურდა ის, რომ აუცილებელია ისეთი კანონი, რომელიც გამოავლენს ამ ფულის მოძრაობას, რომელსაც დღეს უკვე შეიძლება შავი ფული დავარქვათ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი - ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს ადასტურებს ნიკა გილაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×