
ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ დიანა ტრაპაიძე მის ირგვლივ აგორებულ სკნადალ გამოეხმაურა. ჟურნალისტი წერს, რომ მისი „დასჯა“ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ კრიტიკოსების შემუშავებულ მესიჯებს რომ არ აწვდის მაყურებელს...
"მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ, მეტიც, მის წაყვანილ ინტერვიუებსაც ვუყურებ, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში. ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”. მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება.
არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა, ვიდრე გამოვიქცეოდი) „იმედიდან“ 2015 წელს წამოვედი, "ოცნება" თეთრ ცხენზე რომ იჯდა.
თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას?
საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების.
რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები, რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით“, - დაწერა ტრაპაიძემ.