რეზონანსი
21.03.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.

სააგენტოს ცნობით, თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×