რეზონანსი
21.03.2025

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში სდებს ბრალს.

აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე კალიბრის შეიარაღებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს გორუსის, ბასარკეჩარის და ჭამბარაკის რაიონებიდან.

ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერევანში უარყოფენ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ცრუ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, რასაც ასევე ადასტურებენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მყოფი ევროკავშირის დამკვირვებლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×