რეზონანსი
21.03.2025

გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლის გამოყენება იმისთვის რომ პირველი - ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე - ის ყოფილიყო წამებული და შედეგი დამდგარიყო ის რაც სურდა გიორგი უდესიანს, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

„დღეს გამოიკვეთა, რომ ბესო ხარძიანის, ბიზნესმენის უბედურება დაიწყო იმ დღიდან, 2006 წელს, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია თავისთან კაბინეტში და მოსთხოვა, რომ გადაეხადა უკანონოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა და ეს არის ის დღე, როდესაც დაიწყო ხარძიანზე ზეწოლა და დასრულდა მისი ციხეში უბედურებით და შემდეგ უკვე თავისუფლებაზე მკვლელობით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×