რეზონანსი
21.03.2025

თურქეთი არ არის ქუჩაში გამოსული ქვეყანა და არც ქუჩის ტერორს დაემორჩილება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ქუჩებში გასვლისკენ მოწოდება უპასუხისმგებლო საქციელია. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ამის ნაცვლად, ისინი სასამართლო დარბაზებში თავს უნდა იცავდნენ ქურდობის და თაღლითობის საქმეებზე.

„სამწუხაროა, რომ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ სწრაფად კარგავს თავის კვალიფიკაციას. როგორც პარტია, იგი ეწევა პოლიტიკას ლეგიტიმურ ნიადაგზე არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული ასიმეტრიული ურთიერთობებით, კისრამდე კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, რომელიც იწვევს ქუჩის ტერორს. გასაგებია, რომ „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შემოჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ სტრუქტურებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს. მარგინალების მიყოლით, თავდასხმით ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევით და უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული საშუალებების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს მიაღწევთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×