რეზონანსი
21.03.2025

საქართველოს მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომელიც უკან იქნებოდა დახეული იმ გზიდან, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერებოდა. ყველასთვის ცნობილია საქართველოს დახმარება აშშ-ს მიმართ სხვადასხვა სამხედრო მისიებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას.

„ადმინისტრაცია შეიცვალა, გვესმის ყოველდღიურად პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, რომელიც ფაქტობრივად თანხვედრაში არის იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, მის ხელმძღვანელობას საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა," - აცხადებს პაატა სალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×