რეზონანსი
23.03.2025

აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სააღდგომოდ, 20 აპრილისთვის სურს, თუმცა „პუტინი არ ჩქარობს“, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, თეთრ სახლში სავარაუდო თარიღად 20 აპრილია განსაზღვრული, თუმცა თავად ტრამპის ადმინისტრაციაშიც ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ ამ ვადებში ჩატევას.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს, რადგან მხარეების პოზიციები ბევრ რამეში წინააღმდეგობრივია. ასევე, გამოცემის წყაროს ცნობით, კრემლი არ დათანხმდება ტრამპისა და პუტინის პირად შეხვედრას, ვიდრე არ იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება.

„ბლუმბერგს“ იმის დასტურად, რომ პუტინი შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს, მოჰყავს ორივე ქვეყნის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშები ერთმანეთის პოზიციებზე, რაც არ წყდება, და ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მხრიდან მომლაპარაკებლად ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, „ფეესბეს“ წარმომადგენელი სერგეი ბესედაა. მოლაპარაკებებში რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს კი „ბლუმბერგი“ „მაქსიმალისტურს“ უწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×