რეზონანსი
25.03.2025

ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა" ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა მეშვიდე ვადით ოფიციალურად დაიკავა.

„ჩვენს „დიქტატურაზე" მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს, ჩვენი ხალხის ნამდვილი საქმისა და ინტერესების დიქტატურაზე. ბელარუსში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ დემოკრატიას სტანდარტს უწოდებს", - განაცხადა ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 86.82%-ით გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×