რეზონანსი
25.03.2025

სულ მალე დაინიშნება პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებისა და სერბეთის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სერბეთთან პირდაპირი რეისები გაზრდის ტურისტთა ნაკადს.

„სულ მალე დაინიშნება პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი პოტენციალი. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩვენ ორ ქვეყანას და ვფიქრობ, რომ პირდაპირი რეისები მკვეთრად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, როგორც სერბეთიდან საქართველოს მიმართულებით, ასევე, საქართველოდან სერბეთის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×