რეზონანსი
25.03.2025

 თეთრი სახლი ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პრევენციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატები რჩება ერთგული, დაეხმაროს [უკრაინას] სამხედრო ტყვეების გაცვლაში, მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.

გარდა ამისა, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, შეიმუშავონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების შესასრულებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის შესახებ.

„შეერთებული შტატები და უკრაინა გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×