რეზონანსი
25.03.2025

 გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერი ოლაფ შოლცი და 14 მინისტრი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.

შტაინმაიერმა შოლცსა და მის მინისტთა კაბინეტს მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საპასუხოდ გაწეული სამუშაოსთვის.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, ახალი ბუნდესტაგის შეკრებისთანავე კანცლერის უფლებამოსილება წყდება. ამის მიუხედავად, შოლცს დროებით საგარეო საქმეთა მართვა მოეთხოვა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.

დროებითი მთავრობა ვერ მიიღებს რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადაწყვეტილება უკიდურესად აუცილებლად ჩაითვლება.

როდის ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა ჯერ ცნობილი არ არის. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერი ფრიდრიხ მერცი თუ დაიცავს გეგმას, კოალიციური მოლაპარაკებები შესაძლოა, აღდგომამდე დასრულდეს.

ცნობისთვის, გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიულ, ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა" მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×