რეზონანსი
15.04.2025

თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ. 

17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით MyMagti-ს აპლიკაციაში ან ვებ პორტალზე  MyMagti.com, ულიმიტო პაკეტების შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ. 

შეთავაზება ვრცელდება შემდეგი პაკეტების გააქტიურებისას:

„ყველაფერი ულიმიტო“ (30 დღე)

„ყველაფერი ულიმიტო“ (7 დღე)

„ყველაფერი ულიმიტო“ (3 დღე)

„ყველაფერი ულიმიტო“ (1 დღე)

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისი ბარათის MyMagti-ს აპლიკაციაში დამატება და პაკეტების თიბისის არხით შეძენა.  

გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. ასევე, ერთ მომხმარებელს, თვის განმავლობაში, ჯამში მაქსიმუმ 15 ლარი, მთლიანი კამპანიის ფარგლებში კი (17 აპრილი-17 ივნისი), მაქსიმუმ 45 ლარი დაუბრუნდება. 

თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და ახალი ბარათების მფლობელებს  მრავალფეროვან შეთავაზებებს ყოველთვიურად სთავაზობს. აღნიშნული კამპანიაც სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და თითოეულისთვის სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის.  

არ გამოტოვო 17 აპრილი! იმისათვის, რომ შეთავაზებით სრულად, ორი თვის განმავლობაში ისარგებლო, პაკეტების გააქტიურება აუცილებელია დაწყების დღიდან. 

შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×