რეზონანსი
15.04.2025

საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ვიდრე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ აღადგენენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები არის წინაღობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის.

„სამართლიანობა როდესაც იქნება აღდგენილი, როდესაც საოკუპაციო ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას და აღდგება ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არანაირი წინაღობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის აღარ იქნება. ასე რომ, ყველა, ვინც ცდილობს, მანიპულაციები მოძებნოს ამ ფრაზაში, ტყუის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე დიპლომატიური ურთიერთობის ვერავითარ აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×