
პირვეელ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში ჩავარდნილი გოგო ჯერ კიდევ არ უპოვიათ, - ამის თაობაზე ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს, მათივე ცნობით, მტკვარში დაკარგული გოგონა მარნეულელი აითაჯ მამედოვაა.
დაკარგული აითაჯ მამედოვას ბიძა იხსნებს, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, წვეულებიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა. რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.
“პოლიციელები ვიდეოს არ გვაჩვენებენ, მაგრამ ამბობენ გოგო წყალში ჩავარდაო - თვითონ გადახტა წყალშიო. ფეხსაცმელი, ჩანთა და ტელეფონი იქ დაუტოვებია. დაბადების დღეზე რა მოხდა, ვინმემ აწყენინა რამე, არაფერი ვიცით. უბრალოდ გამოძიება ნულია. სხვაგანაც შეიძლება გაქცეულიყო. მაგრამ არც ვიდეოს არ გვაჩვენებენ და არც არაფერს. მტკვრის პირას მისი ნივთების გარდა არაფერია. პოლიცია არანაირ ვიდეოს არ გვაჩვენებს. სხვა არაფერი არ ვიცით”, - ამბობს "რადიო მარნეულთან" რასულ ომაროვი.
დაკარგული აითაჯ მამედოვას ბიძა იხსნებს, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, წვეულებიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა.
რამდენიმე დღეა აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მისი ორი მეზობელი მდინარე მტკვირს სანაპიროზე მოძრაობენ, მდინარეში კუსტარულად მოწყობილი “ტივტივათი”, კაბელით შეკრული 3 და 5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებით, შედიან და ასე ცდილობენ აითაჯის პოვნას.