
თბილისში, გუშინ დაკარგული მოზარდები ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს.
სოციალურ ქსელში თეო ბარბაქაძე დაკარგული გოგონების შესახებ წერს და აცხადებს, რომ ბავშვები მასთან იმყოფებიან.
„ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვენი და დამიკავშირდეს მშობლები. კარგად არიან ბავშვები მთავარია. პატრულს ჰყავს და მოვლენ მშობლებიც ეხლა" - წერს სოციალურ ქსელში თეო ბარბაქაძე.
მოგვიანებით, ერთ-ერთი მოზარდის დედამ მათი პოვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
„ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ იპოვეს. როგორც ვიცი გლდანში ნახეს", - უთხრა დაკარგული მოზარდის დედამ „ambebi.ge"-ს.
ცნობისთვის, გოგონებს გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნე და სახლში არცერთი არ მისულა. ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩაერთო. ასევე გოგონების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.