რეზონანსი
15.04.2025

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ბიზნესმენმა ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ე­უფლნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. ბუ­ზა­ლა­ძის თქმით,იმ­ჟა­მინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ხელ­მძღვა­ნელ ერეკ­ლე კო­დუ­ას მო­ე­წო­ნათ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ მათ მე­უღ­ლე­ებს - თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნულ­მა ამ­ბავ­მა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოჰ­ყვა მხა­რე­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი.

ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძე: "2005 წე­ლია, გელა ბარ­კა­ლა­ია მო­ვი­და მო­ე­წო­ნა მა­საც მან­ქა­ნე­ბი, ჩემ­თან უფრო მალე გა­ი­ყი­დე­ბაო, და­ვუ­ჯე­რე. გა­და­ვიყ­ვა­ნე ორი­ვე ბარ­კა­ლა­ი­ას ავ­ტო­სად­გომ­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე. ვხე­დავ ჩოჩ­ქო­ლია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეგ­რე­ვე ჩა­მო­მარ­თვეს გა­სა­ღე­ბე­ბი, უნდა შე­ვა­მოწ­მო­თო. ურე­კავს ერთ-ერთი უფ­რო­სი მათი ზემ­დგომს ეს მან­ქა­ნა უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. წა­ვე­დით, გავ­ყე­ვი მეც. მა­შინ "სოდი" იყო წინა მხა­რეს უყე­ნია ორი­ვე, ვუ­ყუ­რებ ჩემს მან­ქა­ნას გული გა­მის­კდა. მო­დის ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მო­ე­წო­ნა გა­და­უს­ვა ხელი, ეცი­ნე­ბა... და­ი­წყეს ძი­ე­ბა, შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დი ბა­ტონ ჯონ­დის. გა­ვი­გე, რომ ერთს მე­უღ­ლის­თვის უნ­დო­და და კო­დუ­ას კი­დევ ნა­ნუ­კას­თვის.

ერთ გო­რელს ჰყავ­და ჩემ­ნა­ი­რი "ტო­ი­ო­ტა" შინ­დის­ფე­რი თუ წი­თე­ლი ფე­რის, ედა­ვა და ვერ წა­არ­თვა, მე მო­მე­რია. ნა­ნუ­კა შე­მო­ვარ­და გა­მო­ძი­ე­ბის დროს ორი ოპე­რა­ტო­რით, გა­და­მი­ღო, მეთ­ქი რა ხდე­ბა, სამი ად­ვო­კა­ტი მყავ­და ისი­ნი მიხ­ვდნენ ვინც იყო, მე ვერ მივ­ხვდი უცებ, რო­მელ­მაც გა­მო­მა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რომ ვარ თით­ქოს ია­კუ­ძას მა­ფი­ო­ზებ­თან შეკ­რუ­ლი, ჩავ­დი­ვარ ია­პო­ნი­ა­ში, ვა­პარ­ვი­ნებ მან­ქა­ნებს, გა­დამ­ყავს დუ­ბა­ი­ში და დუ­ბა­ი­დან მომ­ყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ.

"1 წელი იჯე­ქი ცი­ხე­ში, ამ მან­ქა­ნე­ბის გამო, რათა ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ანს და თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ჰყო­ლო­დათ თქვე­ნი მან­ქა­ნე­ბი, ამას გვიხ­სნით?" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ბუ­ზა­ლა­ძეს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო და მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა.

"თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კო­მი­სი­ა­ზე დღეს ბევ­რჯერ მახ­სე­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ქალ­ბა­ტონ თეას სწორ ნერვზე ხვდე­ბა, რა­საც მისი მა­მის და მისი მი­სა­მარ­თით ვწერ.

დღეს, ქალ­ბა­ტონ­მა თეამ ვინ­მე ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძე მო­იყ­ვა­ნა ეთერ­ში, რო­მე­ლიც სა­უბ­რობ­და, რომ მე რე­პორ­ტა­ჟი გა­მი­კე­თე­ბია 2000-ან წლებ­ში და მას ჰბ­რალ­დე­ბო­და ია­პო­ნურ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და თურ­მე ამის უკან იდგა ის, რომ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მნდო­მე­ბია.

ეს ამ­ბა­ვი არის სიც­რუე, ეს ადა­მი­ა­ნი არც მახ­სოვს, რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი. ახლა გე­ტყვით, რა არის სი­მარ­თლე - 2000-ია­ნებ­ში ამ ქა­ლაქ­ში და ამ ქვე­ყა­ნა­ში, მა­შინ, როცა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ძველ ბი­ჭებ­თან მე­გობ­რობ­და, მის მე­გობ­რებს შე­მოჰ­ყავ­დათ მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. მა­შინ "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ ვიხ­სე­ნებ და ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რია ერთ-ერ­თია მათ შო­რის. ხდე­ბო­და მან­ქა­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის. ეს ის დროა, როცა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სურ დო­ტა­ცი­ა­ზეა ყვე­ლა. მახ­სოვს, მა­შინ­დე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­წე­რი­ლი პრე­მი­ე­ბი ყვე­ლა იმ ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის, რო­მე­ლიც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2004-2006 წლე­ბი.

ხდე­ბო­და მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, და­დი­ოდ­ნენ მი­ნის­ტრე­ბი, მო­ად­გი­ლე­ე­ბი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ნამ­დვი­ლად იყო ერთი ასე­თი ფაქ­ტი, რო­მელ­საც მე ვა­დას­ტუ­რებ და არა­სო­დეს და­მი­მა­ლია ეს ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ერთ-ერთი ასე­თი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მან­ქა­ნით და­დი­ო­და მა­შინ­დე­ლი სო­დის უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუა, საბა კო­დუ­ას მამა და იმი­ტომ მე მა­შინ მისი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი, მეც ვი­ყა­ვი იმ მან­ქა­ნა­ში. ჩემ­თვის ის მან­ქა­ნა არა­ვის გად­მო­უ­ცია, ეს ტყუ­ი­ლია, რომ პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, უბ­რა­ლოდ, მე ვი­ჯე­ქი ჩემი მე­უღ­ლის მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც მა­შინ წარ­მო­ად­გენ­და იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და იმ სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც იყე­ნებ­და ასეთ ჩა­მორ­თმე­ულ მან­ქა­ნებს.

ახლა მე­ო­რე ამ­ბა­ვი, ვკი­თხუ­ლობ ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ნა­ნუ­კას რომ ეძა­ხის სა­კუ­თარ თავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ნა­ნუ­ლი ჰქვია. თეა, რამ გა­გაბ­რა­ზა ჩემო საყ­ვა­რე­ლო, მე­გო­ნა, რომ წყო­ბი­ლე­ბი­დან ასე მარ­ტი­ვად ვერ გა­მო­დი­ო­დი. ეს რა გი­ქე­ნი და რა დაგ­მარ­თე, ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნით მო­მარ­თავ ამ­ხე­ლა თავ­მჯდო­მა­რე ქალი ამ­ხე­ლა კო­მი­სი­ა­ზე. ძა­ლი­ან გა­მიბ­რა­ზე­ბი­ხარ..." - განაცხადა ვიდეოში ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×