რეზონანსი
15.04.2025

გიორგი  გახარიას თანაგუნდელი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც მეხუთე პრეზიდენტთან კონსულტაციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება არსებობდა, თუმცა ცქიტიშვილი ამტკიცებს, რომ საკითხზე მსჯელობა გახარიას პარტიაში არ გამართულა და თანხმობა გუნდისგან დამოუკიდებლად გასცა.

მინდა ჩემი მხრიდან  განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში.

კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა - ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.

მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.

ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწიმწბინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი  დავაზიანე.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი", - წერს ცქიტიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×