რეზონანსი
15.04.2025

ამ ვიზიტიდან ველით ურთიერთობების და კონკრეტული პროექტების კიდევ უფრო სწრაფ დინამიკას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანში გამართული ოფიციალური ვიზიტისას.

„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ, ცალსახად ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანთან სტრატეგიული, პოლიტიკური, პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვამყარებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს მეზობელ, მოძმე ქვეყნებთან. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური პროექტებისთვის, რომელიც როგორც ეკონომიკურ ჭრილში, ასევე ენერგომატარებლების კონტექსტში, საქონლის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთში და სხვა სტრატეგიულ პროექტებს ხელს უწყობს. შესაბამისად, ამ ვიზიტიდან ველით ამ ურთიერთობების და ამ კონკრეტული პროექტების კიდევ უფრო სწრაფ დინამიკას“,- აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×