რეზონანსი
15.04.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნოემბერ/დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მიღებული დაზიანების შედეგად მხედველობა დაკარგა. კერძოდ, 29 ნოემბერს ოპოზიციის აგრესიულმა აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს. პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ფაქტს ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, ვინც თბილისის ცენტრში მოხეტიალე ავაზაკებს უჭერს მხარს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს უზნეოდ რაცხავს ე.წ. „სინდისის პატიმრებად", არაფრით გამოირჩევა მძიმე დანაშაულის ჩამდენი ნაცნაძირლებისგან.

„ქართველმა პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ნაცექსტრემისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაცდა მშვიდობიან ციხეშია.

ვინც თბილისის ცენტრში ამ მოხეტიალე ავაზაკებს უჭერს მხარს და პოლიციელებზე

თავდამსხმელებს უზნეოდ რაცხავს ე.წ. "სინდისის პატიმრებად", არაფრით გამოირჩევა მძიმე დანაშაულის ჩამდენი ნაცნაძირლებისგან!

„ნოემბერ-დეკემბერში, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციების დროს სხვადასხვა მძინე დაზიანება ათეულობით სამართალდამცველმა მიიღო", - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×