რეზონანსი
15.04.2025

ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის რუსული რაკეტებისგან თავდაცვის უნარი მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ხედავს, თუ რამდენად გადაუდებელია უკრაინის მოთხოვნილება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.

„Patriot-ის სისტემები თავდაცვითი იარაღია და ჩვენ Patriot-ებს არ ვითხოვთ - ჩვენ მათი შეძენისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია - სისტემები მსოფლიოში ხელმისაწვდომია, Patriot-ისთვის რაკეტებიც ხელმისაწვდომია და ეს მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×