
2025 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც წინა წელთან შედარებით, 16.2%-ით მეტია. სავაჭრო ბრუნვის საერთო წილიდან ექსპორტი - 1 მილიარდ 401 მილიონი (გაიზარდა 5.7%-ით), იმპორტი კი 4 მილიარდ 217 მილიონი დოლარია. (გაზრდილია 20.1%-ით). 2025 წლის პირველ თვეებში დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები, ვიცე-პრემიერისთვის იმის წინაპირობაა, რომ მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება.
საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, ბიზნესის სტიმულირებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მონაცემების ზრდა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.
ექსპორტის სტიმულირებაზე ზრუნავენ "აწარმოე საქართველოში". სააგენტოში ამბობენ, რომ ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ აქტივობებს ახორციელებენ. საგარეო ვაჭრობის პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც. ექსპერტების განმარტებით, არსებული მონაცემები, საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს.
საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ დეტალურ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.