რეზონანსი
15.04.2025

9-თვიანი სასამართლო განხილვა, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა. რევაზ მიხანაშვილის მკვლელობის საქმეზე, 13-წლიანი პატიმრობა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს - დიმიტრი რევაზაშვილს მიესაჯა. მისი თანამზრახველი, იოსებ ბარჯაძე კი ციხეში 12 წლით გაუშვეს.

დაპირისპირება სოფელ ატენში გასული წლის 29 ივლისს, 23:30 საათზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, რევაზ მიხანაშვილს, დიმიტრი რევაზაშვილი და იოსებ ბარჯაძე, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჯგუფურად გაუსწორდნენ. მრავლობითი დაზიანება მიაყენეს თავისა და სხეულის არეში. მიღებული თავის ტრავმის შედეგად კი, მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 13 დღეში გარდაიცვალა.

საქმის მასალებში დევს რევაზ მიხანაშვილის, მეგობარი ქალის ჩვენებაც. თეა ბლიაძე, ერთადერთია ვინც, ფიზიკურ დაპირისპირებას შეესწრო და მომხდარი ფაქტის შემდეგ, 112-ში დარეკა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რევაზ მიხანაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება გახდა. ამ და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე გამოაცხადეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი, რასაც მსჯავრდებულების ადვოკატები არ ეთანხმებიან.

ნაფიცი მსაჯულების ერთსულოვან გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს პროკურატურა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე საბოლოოდ დადასტურდა.

სამართალდამცველებმა გდდ-ს ინსპექტორი, დიმიტრი რევაზაშვილი 30 ივლისს, იოსებ ბარჯაძე კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პროკურატურამ 9 აგვისტოს, ორივე მათგანს ბრალი დაუმძიმა და დაზუსტებული ბრალდება ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების მუხლით წარედგინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×