რეზონანსი
15.04.2025

ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ნიკა მელია არ აკონკრეტებს, რომლები არიან ეს პარტიები.

„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის ფასი, ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ არ იდგებოდა, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მანვე განმარტა, რომ ოპოზიციაში ბევრისგან არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გადიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე.

„რაც უნდა ძალიან პატივს ვცემდე ნებისმიერ კოლეგა პოლიტიკოსს, ბოლომდე ვერ ვენდობი, ვიდრე ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გავდივართ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე, პასუხი არ არსებობს. ამ კითხვას როცა სვამ და პასუხი არ არსებობს, დიახ, ეს მაფიქრებინებს, რომ ბევრი ფიქრობს. სხვა შემთხვევაში, წინ რა უდგას ამ კითხვაზე პასუხის გაცემას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცოტა ხნის წინ კი გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მისი პარტია ემზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×