რეზონანსი
19.04.2025

რუსული ტყვეობიდან უკრაინამ 277 ჯარისკაცი გაათავისუფლა. პრეზიდენტ ზელენსკის ცნობით, ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლის და დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებს.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ხალხის ეს დაბრუნება შესაძლებელი გახადა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობისთვის.

საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსული ტყვეობიდან სამშობლოში 4,552 ადამიანი - ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე - დააბრუნეს.

ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ტყვეობაშია. ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც შეიძლება იქ იყოს. ყველა უნდა დავაბრუნოთ." წერს ზელენსკი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×