რეზონანსი
19.04.2025

ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების , ეს იქნება ~ამ რუსული ხელისუფლების ბრალი - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეს.

მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და პატიმრების მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა. ზურაბიშვილი რუსთაველზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. ის გეგმავს, რომ მოქალაქეებთან ერთად, ქაშვეთში შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მეხუთე პრეზიდენტმა ტყვეებს მიმართა და მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

"პირველ რიგში, მე მათ მადლობას ვეტყვი გამძლეობისთვის , მათი ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, დღეს, საქართველოს ყველა ეკლესიაში, მათზე ლოცულობს საქართველო იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი ღირსება, ჩვენი იმედი და ჩვენი ხვალინდელი თავისუფლება...

აღდგომის საღამო არის პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედის, ზეიმი თავისუფალი ადამიანის და ის ადამიანები რომლებიც აქ არიან, მოვლენ და რომლებიც ლოცულობენ ეკლესიებში, არიან თავისუფალი ადამიანები. ისინი, ვინც დღეს არიან ციხეში ამ რუსული რეჟიმის გამო, არიან ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები." აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×