რეზონანსი
24.04.2025

მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო, იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ახლად დანიშნულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

სოხაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს. მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლის, მთელი ქვეყანა ხედავდა, რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით. ამასთან, მადლობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება, მათთან ერთად ბევრი პროექტი განმეხორციელებინა ამ ქალაქში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერს, მთელ გუნდს ამ ნდობისთვის. იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება“, – განაცხადა სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე რევაზ სოხაძემ ირაკლი ქარსელაძე შეცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×