რეზონანსი
25.04.2025

უკრაინას შესაძლოა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში. იგი პირველი მოქმედი ჩინოვნიკია, რომელმაც ეს შესაძლებლობა დაუშვა

„ერთ-ერთი სცენარი არის ტერიტორიის დათმობა. ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, ეს იყოს დროებითი გამოსავალი“, – განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი „არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ ოკუპაციას“, მაგრამ მშვიდობის მისაღწევად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, „მტკივნეული გადაწყვეტილების“ მიღება მოუწიოს.

ჟურნალისტის კითხვას, განიხილავდა თუ არა ზელენსკი მასთან ერთად მშვიდობის მიღწევის შესახებ დეტალებს, კლიჩკომ უპასუხა: „არა. პრეზიდენტი ზელენსკი ამას თვითონ აკეთებს. ეს არ არის ჩემი ფუნქცია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×