რეზონანსი
25.04.2025

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან ასუფთავებენ. უკანონოდ განთავსებული დიდი მოცულობის სამშენებლო ნარჩენის გატანა სპეცტექნიკის საშუალებით ხდება. ტერიტორიას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს და პერიოდულად მოხდება მონიტორინგი.

დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„ქუჩებში, ქალაქის შემოგარენში, საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის დარღვევაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თბილისის მერია მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სარემონტო ნარჩენი უკანონოდ არ განათავსონ რეკრეაციულ სივრცეებში და ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი მომსახურებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×