რეზონანსი
26.04.2025

ევროკავშირი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დებულებების 90-95%-ზე შეთანხმდნენ და მზად არიან, დარჩენილი საკითხების გადასაჭრელად პრაქტიკული ნაბიჯები ერთობლივად გადადგან - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომელიც მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.

ბაირამოვმა კაია კალასის აზერბაიჯანში ვიზიტს "სიმბოლური" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, 9 წლის შემდეგ ქვეყანაში პირველად ჩავიდა. მისივე თქმით, ეს კაია კალასთან გამართული მეორე შეხვედრა იყო - პირველი გასულ წლის დეკემბერში, მალტაზე გამართული მინისტერიალის ფარგლებში შედგა.

პრესკონფერენციაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს როგორც სავაჭრო, ასევე ენერგეტიკულ კავშირებს. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს $20 მილიარდი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×